
„დღის მეორე ნახევარში ჩატარდება კიდევ ტესტირება და ალბათ იმედი მაქვს, რომ კიდევ შეგვემატება გამოჯანმრთელებული პაციენტები“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა.
„ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 33 პაციენტი მკურნალობს. 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გავწერეთ.
დღეს ჩატარდება განმეორებითი ტესტირება და იმედი გვაქვს, კიდევ შეგვემატება გამოჯანმრთელებულები. ამ ეტაპზე 21 გამოჯანმრთელებული გვყავს.
არსებული სიტუაცია უცვლელია ჩვენთან, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად რჩება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე სტაბილურია,“ – ამბობს მარინა ეზუგბაია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















