17:05 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ზედმიწევნით შევასრულებ – მიხეილ სააკაშვილი

ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ზედმიწევნით შევასრულებ – მიხეილ სააკაშვილი

„ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე საქართველოში ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“,-ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

 

„იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი ივანიშვილის პირდაპირ ხელისუფლებიდან წასვლაზე და ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე.

 

აქ ისტორია ყალბდებოდა - რას წერდა ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის მთავრობაზე?
2021-07-29აქ ისტორია ყალბდებოდა - რას წერდა ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის მთავრობაზე?

 

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში ბევრ სხვა ადგილზე, პრაქტიკულად ყველგან ვაყენებთ კარგ კანდიდატს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას საქართველოში აღარ გააჩნია.

 

ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა, მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთ პერსპექტივად, რასაც მას უსახავენ არის ქვეყნიდან გაგდება, ამიტომ ეს არჩევნები მაინც ჩატარდება.

მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ ზედმიწევნით შევასრულებ.

 

ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების. მენდეთ ბოლომდე ვიბრძოლებთ არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამოძმეები, ლიდერები რომლებიც მართლაც ინარჩუნებენ, მთელი ეს პერიოდი, ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ.

 

ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, დიდიხანი ვიცადეთ ბევრი წელი დავკარგეთ, მეტი საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, ჩვენ წავალთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ეს წელი არის გამარჯვების წელიწადი”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრაგმატული ნაბიჯი თუ პოლიტიკური „გადაგდება“ - როგორ აფასებენ ექსპერტები „ოცნების“ გადაწყვეტილებას
2021-07-29პრაგმატული ნაბიჯი თუ პოლიტიკური „გადაგდება“ - როგორ აფასებენ ექსპერტები „ოცნების“ გადაწყვეტილებას

 

ცნობისთვის, გუშინ, 28 ივლისს “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ,თანაგუნდელებთან ერთად განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.

 

კობახიძის განცხადებით, ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იყო, თუმცა რადგან ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა დოკუმენტმა თავის თავი ამოწურა და ის გაუქმებულია.

 

ცოტა ხნის წინ გააკეთა პირველი კომენტარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელის თქმით საქართველოში კონსულტაციებს იწყებს და პარტიებმა პირადი ინტერესების ნაცვლად მოქალაქეების ინტერესები უნდა დააყენონ წინ.

 

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მალევე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებისგანაც.

 

მომხდათან დაკავშირები გააკეთა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.

 

“ ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია.მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის”,- ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X