15:31 | 2021-07-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: შემზარავი კადრები თურქეთიდან – ნადგურდება ცნობილი კურორტები

Video: შემზარავი კადრები თურქეთიდან – ნადგურდება ცნობილი კურორტები

ოთხშაბათს დაწყებული ტყის ათზე მეტი ხანძარი კვლავ მძვინვარებს, ხოლო ათობით სხვა კერა “კონტროლის ქვეშ არის”, ამბობსხელისუფლება და ამის შესახებ ინფორმაციას dailysabah-ი ავრცელებს.

 

ხანძრის კერები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით “ფეთქდება”, ე.წ. ხანძრის სეზონის დროს,  ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს, მაგრამ ზარალი ამჯერად უპრეცედენტოა, ცეცხლმა სოფლები გაანადგურა.

 

ხანძარი თურქეთის სამხრეთ რეგიონში

 

ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პოპულარულმა სამხრეთ რეგიონებში გაჩენილმა ხანძრებმა ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენის ეჭვი გამოიწვია, ამიტომ თურქეთის ხელისუფლების დავალებით, იძიებენ და სწავლობენ ცეცხლის გაჩენის გამომწვევ მიზეზებს.

 

 

ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მეხანძრეების დახმარებას ცდილობდა, მას შემდეგ დაიღუპა, რაც მარმარისში, სამხრეთ -დასავლეთ პროვინცია მუღლაში ძლიერ ალს ებრძოდა.

 

ხანძარი მარმარისში

 

დანარჩენი სამი, რომელთა გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს გავრცელდა, ანტალიის მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებმაც სწრაფად გავრცელებადი ცეცლის კერებიდან გაქცევა ვერ შეძლეს.

 

ხანძარი, რომელიც ოთხშაბათს დაიწყო ანტალიის მანავგატში, იყო ყველაზე დამანგრეველი. ის 29 ივლისს კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა აქსეკის რაიონში, მანავგატის მეზობლად მორიგი ხანძარი გაჩაღდა.

 

ძლიერი ქარი მეხანძრე -მაშველების მუშაობას ართულებს, ადგილზე თვითმფრინავები და შვეულმფრენებია მობილიზებული.

 

ხანძარი მარმარისში – ადგილობრივები ტერიტორიას ტოვებენ

 

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი ტყის ხანძარი დაფიქსირდა და მათგან 43 კონტროლის ქვეშაა, მიმდინარეობს გაგრილების სამუშაოები.

 

ხანძრის ჩაქრობის კადრი – საჰაერო სამაშველო ოპერაცია

 

დაახლოებით 4 000 მეხანძრე, სამი თვითმფრინავი, 38 ვერტმფრენი, ასობით სახანძრო მანქანა ებრძვის მასშტაბურ ხანძარს თურქეთში.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X