23:37 | 2021-07-30 ავტორი: Prime Time

ფაიზერის მე-3 დოზა გარდაუვალია! – გიორგი ფხაკაძე ამის მიზეზებს განმარტავს

ფაიზერის მე-3 დოზა გარდაუვალია! – გიორგი ფხაკაძე ამის მიზეზებს განმარტავს

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში მოსახლეობას ახალ ინფორმაციას უზიარებს.

„მელიას დასუსტება მისი მთავარი ინტერესია“ - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის გეგმებზე
2021-07-30„მელიას დასუსტება მისი მთავარი ინტერესია“ - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის გეგმებზე

 

მისი თქმით, ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია.

 

ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია. ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო.

 

ფაიზერმა კვლევა დადო (იხილეთ ბმულში) ბუსტერის აუცილებლობაზე, მაგრამ მაინც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ.

 

საქართველოში რა უნდა ვქნათ:

 

ყველა, ვინც აიცრა დაბალ ეფექტური ვაქცინებით, მათთვის უნდა გაიხსნას რეგისტრაცია ბუსტერზე (ფაიზერზე 3-5 თვეში)

 

ფაიზერით აცრილებს რაც შეეხება, უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი გეგმა, ისე რომ მე-2 დოზიდან 6 თვის შემდეგ საშუალება მიეცეს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ ფაიზერის ბუსტერზე (მე-3 დოზა).

 

აუცილებელია ღია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვთქვათ სიმართლე. ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ მივიქცევით პრაგმატულად და ყველა გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმზე და ნამდვილ პატრიოტიზმზე. ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ავტორი: Prime Time

X