
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 38 წლის მამაკაცი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, როცა ენერგოსისტემის კუთვნილი მანქანა დაეჯახა.
მათივე თქმით, დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
38 წლის ახალგაზრდა აფხაზეთიდან დევნილია და მისი ოჯახი ლიის საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: თეა შონია






















