12:49 | 2021-07-31 ავტორი: Prime Time

მომავალი კვირიდან ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი – თამარ გაბუნია

მომავალი კვირიდან ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მომავალი კვირიდან ყველა ამცრელდაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება.

 

„უკვე მომავალი კვირიდან, ვფიქრობ, ორშაბათ-სამშაბათიდან ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, არამედ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე.

 

ერთადერთი დისკომფორტი რაც შეიძლება აქ შეიქმნას, არის ის, რომ თუ ერთად მივიდა დიდი რაოდენობით აცრის მსურველი და შეიქმნება რიგი. მოცდა დიდი ხნით არ დასჭირდება, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, წინასწარ დარეკოს მოქალაქემ კლინიკაში ცხელ ხაზზე და ითხოვოს ვიზიტისთვის დრო, თუმცა რეგისტრაციის პროცედურა იქნება მაქსიმალურად გამარტივებული და არავინ არ დარჩება აცრის გაერეშე,“- განაცხადა გაბუნიამ.

ავტორი: Prime Time

X