17:45 | 2021-07-31 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო – ირაკლი ღარიბაშვილი

მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო, თურქეთს სამძიმარს უცხადებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინოს.

 

ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიური სოფლიდან გაიპარნენ
2021-07-31ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიური სოფლიდან გაიპარნენ

 

„გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

 

გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X