10:59 | 2021-08-01 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის 2654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი – 1 აგვისტოს მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 2654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი – 1 აგვისტოს მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 806 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 806 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 708 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 098 PCR ტესტით.

 

 

ასევე ნახეთ: პარიზში რომ ხელვაჩაურელი გოგო მოკლეს ვინ ამოიღეთ ხმა? რომელმა ფრანგმა დაწერა, მეზიზღება საფრანგეთიო – თამარ ივერი

 

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 654 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  422 188-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.95 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.57 %.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 384 712-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალებისნ 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.

 

ავტორი: Prime Time

X