
დიახ, სხვაგანაც ხდება – მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს, გადავრჩი, გამვლელი მომეხმარა, – ამის შესახებ „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მერე რა? ამიტომ არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკამ საგრძნობლად დაამძიმა კრიმინალური ვითარება? არ ვიცი ეს საწყალი გოგო რა მიზეზით მოკლეს, მაგრამ გაღატაკებული ხალხი, დაუსჯელი, წახალისებული ძალადობა და ზოგადად, მოშლილი სახელმწიფო, ყველაფერი, რაც კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს, ვისი პასუხისმგებლობაა,“ – წერს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიელ ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
ტურისტს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა.
თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ასევე წაიკითხეთ:























