
თურქეთთან ერთად მასშტაბურ ხანძარს ებრძვის საბერძნეთი. ბერძნული მედიის ცნობით, მაშველები ახაიას გარდა, ცეცხლის ჩასაქრობად იბრძვიან კუნძულ როდოსზე, ეტოლოაკარნანიასა და სუფლის ტერიტორიებზე.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კუნძულ როდოსზე ხანძარი უკონტროლოა. სწორედ ამის გამო, რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ადგილობრივები სასმელი წლის, ელექტრო ენერგიისა და სატელეფონო ხაზების გარეშეა დარჩენილი.

ადგილზე თვითმფრინავები და შვეულმფრენები მუშაობენს.






















