
“კარგი იქნება თუ მომისმენენ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ ხოლმე“, – ამის შესახები შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სუს-ის მიერ სავარაუდო მიყურადების დოკუმენტების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს შეგრძნება რომ მას უსმენენ.
“კარგი იქნება თუ მომისმენენ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ ხოლმე. ალბათ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელია. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ მე,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს.






















