18:56 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

რას მიიჩნევენ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად -IRI-ს კვლევა

რას მიიჩნევენ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად -IRI-ს კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, გამოკითხულთა 45%-მა უმუშევრობა დაასახელა, 20%-მა – ცხოვრების დონე და მაღალი ფასები, ხოლო 8% თვლის რომ სიღარიბე ქვეყნის უპირველესი გამოწვევაა.

 

რესპონდენტების აზრით, იგივე პრობლემები დგას როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ოჯახების დონეზეც. გარდა ამისა, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მიმართულება იქნება პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის იმ ორ კომპონენტს შორის, რომელიც სავარაუდოდ განსაზღვრავს ამომრჩევლის არჩევანს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

 

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით

ავტორი: Prime Time

X