20:10 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

IRI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 54%

IRI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 54%

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10% სრულად კმაყოფილია ადგილობრივი მერის ოფისის მუშაობით, ნაწილობრივ კმაყოფილია 47%. ჯამში, დადებითად 57% აფასებს მერების საქმიანობას, ნაწილობრივ უკმაყოფილოა 21%, სრულად უკმაყოფილო 15%.

 

ჯამში, მერების საქმიანობას უარყოფითად აფასებს 36%. არ ვიცი/უარი პასუხზე-7%.

 

მერების ოფისების საქმიანობის შეფასებაში, თბილისის მერის საქმიანობით ჯამურად კმაყოფილია გამოკითხულთა – 54% (ძალიან კმაყოფილი -9%, ნაწილობრივ კმაყოფილი -45%) ხოლო უკმაყოფილო 43% (ნაწილობრივ უკმაყოფილო -25, ძალიან უკმაყოფილო -18%).

 

ავტორი: Prime Time

X