
ცხოვრობს სიღნაღის რაინოს სოფელ ქვემო მაღაროში. დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტი და კულტურის სახლის დირექტორად მუშაობდა, ახლა კოორდინატორია. ჯამაგირი კი 98 ლარი აქვს. დაიბადა რაიონში, შემდეგ ოჯახი რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ როდესაც სწავლა დაასრულა, ისევ ქვემო მაღაროში დაბრუნდა, ბებიასთან და იმის შემდეგ იქ ცხოვრობს.
ლამარა ბეჟაშვილი მეწარმეა და მეაბრეშუმეობითაა დაკავებული. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ის ბევრ საინტერესო ამბავს ჰყვება.

– ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ქალბატონი, ირინე ჩარგეიშვილი, რომელიც მეაბრეშუმეობის დარგში დოქტორი გახლავთ. 15 წლის წინ მან მაჩუქა 21 ცალი აბრეშუმის ჭია, რომელიც უკვე მილიონად ვაქციე. პანდემიამ 10 წლით უკან დამწია და ძალიან ვწუხვარ, რომ დროებით შეჩერება მომიწია. სულ არ გავჩერებულვარ, უბრალოდ, რაოდენობა შევამცირე და როგორც კი სიტუაცია გამოსწორდება, ისევ განვითარებად დავიწყებ. ისეთი დიდი გერმა მქონდა, რომ მარტო ვერ ავუდიოდი და 9 ქალი მყავდა დასაქმებული. მომიწია მათი შინ გაშვება, რადგან ხელფასს ვეღარ ვუხდიდი. დავიტოვე იმდენი ჭია, რასაც მარტო ავუვიდოდი. არა და, ჩემი მიზანი იყო, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობა ისე გამევითარებინა, როგოც ეს გასულ საუკუნეში იყო.
ძველი მეაბრეშუმეები ამბობენ, არარენტაბელურია ეს საქმეო, მაგრამ ნებისმიერი პროდუქტი, რასაც ჭია აწარმოებს, სასარგებლოა. მაგალითად, ჭიის კვერცხი უშვილობას კურნავს. ვიყენებ ჭიასაც, ჭუპრსაც, პარკსაც და ჭიის გამოცვლილ კანსაც, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში ხუთჯერ იცვლის. ვაყენებ აბრეშუმით დავარგებულ ღვინოს, რაც საკმაოდ რთულია. ასევე ლარკისგან ვართავ აბრეშუმს, თუმცა, ძველებური, კუსტარული წესით, რადგან თანამედროვე დაზგა ძალიან ძვირია და მე ვერ შევწვდები.

უცხოეთიდან ბევრი შეკვეთა მაქვს, მაგრამ მიუქმდება, რადგან ხელით დართვასა და ქსოვას დიდი დრო მიაქვს და ამდენს ვერ ვერევი. ავსტრალიიდან მიკვეთავდნენ ბალიშებს, ირლანდიიდან – ჭუპრის ზეთსა და ავრეშუმის წყალს, რომელსაც კოსმეტიკური დანიშნულება აქვს.
ჩვენი წინაპრები აბრეუმის ჭიას სამკურნალოდ იყენებდნენ და 38 სახის დაავადებას კურნავს. მისი ექსკრემენტებიც კი სასარგებლოა. წინათ არ არსებოდა ოჯახი, რომელსაც ჭიის ექსკრემენტებისგან შეკერილი ბალიში და ლეიბი არ ჰქონოდა. როცა ოჯახის წევრი ავად გახდებოდა, ამ ლოგინში აწვენდნენ და განიკურნებოდა ხოლმე. ჭიის გამოცვლილ კანს ვიყენებ, რომელიც ქიტინს შეიცავს და თავისი შემადგენლობით დედის რძესთან არის ძალიან ახლოს. ამერიკიდან ჩამოსული იყო მკვლევარი, რომელმაც ამერიკის საელჩოში მიმიწვია. ამ ქალბატონმა თქვა, რომ მასაჩუსეთის შტატში მიმდინარეობს კვლევები, რომლის თანახმადაც, ერთ აბრეშუმის პარკს, თავის ჭუპრიანად თუ დაშლი და ადამიანის სისხლიში შეუშვებ, სისხლი მთლიანად იწმინდება და ბევრ დაავადებას კურნავს. ეს პროდუქტი 400-მდე დნმ-ს შეიცავს. ჭიის მეხუთე ასაკი ჰქვია, ვიდრე ჭია პირიდან აბრეშუმის ძაფის გამოყოფას დაიწყებს. ამ დროს ჭიას ყელთან ჭრიან და იქიდან ამოაქვთ ნივთიერება, რითაც ე.წ. კედგუტის ძაფს ამზადებენ. მას ჭრილობის გასაკერად იყენებენ, კოსმეტიკური ოპერაციების დროს. სახის მოვლის ფრანგულ ბრენდებში ჭუპრის ზეთი გამოიყენება.

10 დღის განმავლობაში ჩემთან ცხოვრობდა იაპონელი მწერალი, ჟურნალისტი, ერიკო კურაშიტი, რომელიც ახლა სამშობლოშია და ჩვენზე წიგნს წერს. მან შეგვიკვეთა აბრერუშმისგან მოქსოვილი ტელეფონის შალითები და იაპონიაში წაიღო. იქიდან შეგვატყობინა, რომ ეს შალითები თურმე რადიაციის დონეს ანეიტრალებდა. ერიკო აბრეშუმის ჭიის კარკს, რომელშიც ჭუპრი იჯდა, ცხელ წყალში აგდებდა და იმ პარკით სახეს იმასაჟებდა.
ჩვენი, ქართული ჭია განსაკუთრებულად უნიკალურია,. რადგან ჭიისთვის მნიშვნელოვანია იმ ნიადაგისა და ჰაერის შემცველობა, სადაც თუთა ხარობს, რომელსაც ის საკვებად იყენებს. ჩვენ გვაქვს თუთის უნიკალური ჯიშები. უცხოეთში ძალიან ბევრ გამოფენაზე ვიყავი მიწვეული და ჭიები მიმყავდა ხოლმე და რაღა ღქმა უნდა, თუთის ფოთლებიც მიმქონდა. ყველას უკვირდა და და მეხვეწებოდნენ, რომ ჩამოვალთ და ტოტებს ავჭრით, რომ წამოვიღოთ და გავახაროთო. ჩვენს თუთას ფოთოლს რომ მოაწყვეტ, რძე გამოსდის. ჩვენი წინაპრები დანაყილ თუთის ფოთოლს ძაღლის ნაკბენზე იდებდნენ თურმე და ცოფსაც კი შველოდნენ.

აბრეშუმისგან მოქსოვილმა თავშალმა ქართველ ქალბატონს თავში სიმსივნე გაუქრო, ახლაც, აჟამად ახალგაზრდა ბიჭი იკურნება. აბრეშუმის წყალი წაიღეს უკრაონაში, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭს ასმევდნენ და ეპილეფსიისაგნ განიკურნა. ნარჩენები გამოიყენება თევზებისა და ფრინველების საკვებად. ჩემს ქათმებსა და ინდაურებს ძალიან უყვართ. პროტეინებით გაჯერებული პროდუქტია და სასარგებლოა მათთვის.
2019 წელს ვიყავი აჭარაში, აბრეშუმის მსოფლიო ფესტივალზე. ყველა ქვეყნიდან იყვნენ მეაბრეშუმეები, მაგრამ ჭუპრის ზეთი არავის ჰქონდა. უზბეკეთიდან ჩამოსული მონაწილე მეხვეწებოდა, ზეთის ფორმულა მასწავლეო. ღონისძიების პრეზიდენტი მეხვეწებოდა, აბრეშუმით დავარგებული ღვინის დაყენება მასწავლეო. ჩინელებს ჰქონდათ ჭიებით დაყენებული ღვინო, რომელიც პროტეინებით გაჯერებულია და ძალიან კარგად მოქმედებს უშვილობაზე, განსაკუთრებით – მამაკაცებში. ახლა იაპონელი მეცნიერები მუშაობენ, რომ აბრეშუმის ჭიისგან კორონას საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღონ.

ჩემთან სტუმრად იყო მოსული თურქეთის ელჩი, რომელმაც შემომთავზა, რომ დიდ თანხას ჩადებდნენ ჩემი განვითარებისთის, მაგრამ ჩემს პროდუქტზე მათი ემბლემა უნდა დატანილიყო, რის გამოც უარი ვთქვი. ჯერ ქართული ემბლემით არ გამოსულა და რა ფული უნდა შემომთავაზონ, რომ მაგაზე დავთანხმდე?
საფრანგეთის აბრეშუმის ქარხნის დირექტორიც იყო ჩემთან მოსული, შეგვიკვეთეს პარკის წარმოება, მაგრამ ეს არ არის მომგებიანი.
იმედი მაქვს, რომ ეს დარგი საქართველოში აუცილებლად აღდგება და დამერწმუნეთ, ეკონომიკასაც ძალიან წაადგება.


























