
საქართველოში კორონავირუსისგან 22-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების საერთო ჯამში 115 შემთხვევა დადასტურდა.
ცნობისთვის, 22-ე პაციენტი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძეა, რომელმაც ინფექციურ საავადმყოფოში 26 დღე დაჰყო.
ის ახლა თვითიზოლაციაშია.
მაშასადამე:
- 1 აპრილის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.























