
მეორე დღეა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდს ეძებენ. გელა ჯიბღაშვილს, სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ,აღარავის უნახავს. მოზარდის დეიდის, ნინა დროვიანიკის განმარტებით, ბიჭის ტელეფონზე ზარი გადის, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.
„უკონფლიქტო და უპრობლემო ბავშვია, ოჯახის წევრებთანაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ასე არასოდეს მოქცეულა, ტელეფონზე ვურეკავთ და ზარს არ პასუხობს”- ამბობს დროვიანიკი.
ოჯახმა უკვე მიმართა პოლიციას, რომელიც სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს. მოზარდის ძებნაში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით, რაც უკანონო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















