
კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსზე ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ. ამის შესახებ reuters-ი წერს.
„იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქალაქში ყველა უსაფრთხოდ იყოს, ქალაქის მასშტაბით ტესტირება სწრაფად დაიწყება, რათა სრულად დავადგინოთ დადებითი შედეგები და ასიმპტომური ინფექციები“, – განაცხადა ქალაქ უხანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















