
“ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ, რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ – არის ხალხი, რომელსაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს ამ წესებს.
შვედისთვის 2 კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ნორმაა, ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან, ჩვენთვის სამწუხაროდ ეს ნორმა არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნახეთ: ლევან ვასაძეს ძვლის ტვინის უიშვიათესი დაავადება დაუდგინეს – ბიზნესმენს ქიმიოთერაპია უტარდება
„აცრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓






















