
“ჩემი არამოდური სიმღერები” – ასე დაარქვა ბუბა კიკაბიძემ 17 აგვისტოს კონცერტს ბათუმში. არტისტი ამ ქალაქში ტრადიციული კონცერტის ჩასატარებლად ემზადება. უკვე წლებია ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ხვდება მსმენელს და ძველ ჰიტებს უმღერის.
19 ივლისს 83 წლის გახდა. როგორც მისმა მენეჯრემა, რატი აბზიანიძემ გვითხრა, არტისტი სრულად ვაქცინირებულია (ფაიზერით) და 17 აგვისტოს დარბაზში კონცერტის ჩატარებას არ უფრთხის.
რატი აბზიანიძე: – ახლა თბილისშია და ემზადება საკონცერტოდ. დაბადების დღესთან დაკავშირებით უკვე წლებია კონცერტს მართავს. თან ძალიან უყვარს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის დარბაზი.
იმუნიზაცია გაკეთებული აქვს. ამიტომ პანდემიის პირობებში თამამად გადავწვყვიტეთ დარბაზში კონცერტის ჩატარება. 260 კაცი ეტევა.
მონატრებულია მსმენელთან შეხვედრას და უნდა, რომ წარდგეს. იმედია, ჯანმრთელობა მისცემს ამის საშუალებას.
ეს ფრაზაც – “ჩემი არამოდური სიმღერები” თავისი იუმორით დაარქვა კონცერტს. მისი იუმორი არ ბერდება.























