
2-დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.
საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი და ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.
ავტორი: მირანდა ტყემალაძე






















