
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იმ მძიმე პროგნოზს ეთანხმება, რომ თუ ადამიანები არ აიცრებიან, „აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გასამმაგდეს“.
იმნაძემ ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა და საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„როდესაც მძიმე პროგნოზებს პირდაპირ ვამბობ ხოლმე, შემდეგ იწყება ჩემი სიტყვების თამაში. ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა დაანახო. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია.
ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓

























