
რჩება მხოლოდ ერთი კითხვა, როდის აწევს 27 წლის ტალახაძე 500 კილოგრამს – ასე გამოეხმაურა NBC ლაშა ტალახაძის ტრიუმფს, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდები დაამყარა.
„პირველი კითხვა იყო, ვინ აიღებდა ვერცხლსა და ბრინჯაოს? პასუხი – ირანელი ალი დავუდი და სირიელი მან ასაადი. მეორე კითხვა – რამდენს აწევს ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დასაცავად? პასუხი – ძალიან ბევრს!
ტალახაძემ თავისუფლად დაძლია ატაცში 223 კგ, აკვრაში 265 კგ, ჯამში – 488 კგ და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასპარეზობის შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთადერთი კითხვა – როდის გადააბიჯებს 500 კილოგრამიან ზღვარს 27 წლის დიდი ქართველი?“ – წერია ტელეკომპანიის ვებგვერდზე.
ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ნახეთ ვიდეო: როცა ლაშა ტალახაძე ხარ, სხვები ემზადებიან შენ კი…
ასევე ნახეთ:























