09:30 | 2021-08-05 ავტორი: Prime Time

იმნაძე: პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა, პიკი 2-3 კვირა გაგრძელდება

იმნაძე: პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა, პიკი 2-3 კვირა გაგრძელდება

ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ ვაქცინაციითა და რეგულაციების მკაცრი დაცვითაა შესაძლებელი,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე „ქრონიკასთან“ საუბრობს.

მისი თქმით, პროგნოზები არასასიამოვნოა.

 

მეოთხე ტალღის პიკია - თამარ გაბუნია 
2021-08-04მეოთხე ტალღის პიკია - თამარ გაბუნია 

 

 

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები რა თქმა უნდა არასასიამოვნო იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.

 

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390827, გარდაიცვალა 5948 პაციენტი.

 

 

ნახეთ ვიდეო: როცა ლაშა ტალახაძე ხარ, სხვები ემზადებიან შენ კი…

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X