11:03 | 2021-08-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ოთხ პირს, რომელმაც მცხეთაში გოგო მოიტაცა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ოთხ პირს, რომელმაც მცხეთაში გოგო მოიტაცა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მცხეთაში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე თ.ნ.-ს, ზ.ს.-ს, შ.შ.-ს და გ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

ვაქცინირების გაყალბებული ცნობები - პანდემიის ფონზე ევროპა გაძლიერებულ დანაშაულსაც ებრძვის
2021-08-05ვაქცინირების გაყალბებული ცნობები - პანდემიის ფონზე ევროპა გაძლიერებულ დანაშაულსაც ებრძვის

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, თ.ნ.-მ ცოლად შერთვის მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ზ.ს.-სთან, შ.შ.-სთან და გ.თ.-სთან ერთად ა.რ.კ.-ს აღუკვეთა თავისუფლება. ბრალდებულებმა ა.რ.კ. მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და ქალაქ კასპში, ზ.ს.-ს სახლში წაიყვანეს, სადაც დაზარალებული მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე იმყოფებოდა.

 

სამართალდამცველებმა თ.ნ., ზ.ს., შ.შ. და გ.თ. 3 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X