23:41 | 2021-08-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელი ადგილი – ანტიკური ოლიმპია იწვის

Video: ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელი ადგილი – ანტიკური ოლიმპია იწვის

ანტიკური ოლიმპია ცეცხლში გაეხვა – მითიური, ლეგენდარული და ისტორიული ქალაქი ელიდაში ხანძარმა იმსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

 

ხანძარი საბერძნეთში

 

“ბერძნული მედიის ინფორმაციით, ანტიკური ოლიმპიას ტერიტორია ცეცხლშია გახვეული. უდიდესი ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხანძარმა არ მიაღწიოს არქეოლოგიურ ადგილებამდე.

 

არსებობს ინფორმაცია, რომ არიან ხანძარში მომწყვდეული პირები, ორი ადგილობრივი კი ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.

 

 

გარდა ამისა, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება და გართულებულია სატელეფონო კავშირიც.

 

მეხანძრეთა ერთი მანქანა ტალახში გაიჭედა და გამომდინარე იქიდან, რომ ცეცხლი მათ საკმაოდ მიუახლოვდა, მისი დატოვება მოუწიათ.” – აღნიშნულია სტატიაში.

 

 

მაშინ, როცა ტოკიოში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, სიმბოლურია, რომ ზევსის კულტისა და მისდამი მიძღვნილი ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელი ადგილი – ოლიმპია იწვის.

 

ოლიმპიის არქიტექტურა ძვ. წ. VII-IV საუკუნეებით თარიღდება.

 

 

 

წაიკითხეთ სხვა საინტერესო ამბები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X