14:24 | 2020-04-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

 

იგი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. მედიკოსების თქმით, მას თანმხლები დაავადებაც აქვს, რაც ართულებს მკურნალობის პროცესს.

 

ბათუმში გუშინ კორონავირუსზე 20 პირს ჩაუტარდა კვლევა, პასუხი ყველა მათგანზე უარყოფითია.

 

70 წლის კაცი ამერიკის მოქალაქეა. ის თბილისში ჩამოფრინდა, რა დროსაც დაუდგინეს კორონავირუსი.

 

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 21 მარტს გადაიყვანეს. იგი 4 დღეა რაც მკურნალობას აგრძელებს ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში.

 

კორონავირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 8 პაციენტი მკურნალობს. საკარანტინე ზონაში კი 2000-მდე პირი იმყოფება.

 

1-ლი აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 115 ადამიანია ინფიცირებული.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X