12:14 | 2021-08-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩხუბისას ავტომატიდან გაისროლა და ამას მოჰყვა მისი დაჭრა ცივი იარაღით – ბორჯომში მომხდარი მკვლელობის საქმე

ჩხუბისას ავტომატიდან გაისროლა და ამას მოჰყვა მისი დაჭრა ცივი იარაღით – ბორჯომში მომხდარი მკვლელობის საქმე

შსს-მ ბორჯომში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გაყოფილი იქნება, პირველი კლასის ადამიანი და მეორე კლასის...“ - გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა
2021-08-07„გაყოფილი იქნება, პირველი კლასის ადამიანი და მეორე კლასის...“ - გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

აშშ-ს საელჩო საქართველოში -რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები
2021-08-07აშშ-ს საელჩო საქართველოში -რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები
 
ფრთხილად! - მსოფლიოში ახალი, კოლუმბიური შტამი გამოჩნდა
2021-08-07ფრთხილად! - მსოფლიოში ახალი, კოლუმბიური შტამი გამოჩნდა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X