18:26 | 2021-08-07 ავტორი: Prime Time

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ წინუბანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

„თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ“ - საპატრიარქო მკვლელობაში ბრალდებული ბერის შესახებ
2021-08-07„თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ“ - საპატრიარქო მკვლელობაში ბრალდებული ბერის შესახებ

 

„შსს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის ახალციხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ადგილობრივად შემოსული ინფორმაციის მიხედვით ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანის ტყეში დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

 

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით ხანძარი წიწვოვანი ტყის ქვედა საფარზე, დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობზე იყო გაჩენილი.

 

უმოკლეს პერიოდში მოხდა ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფების მობილიზება სამცხე ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან და ქვემო ქართლიდან. ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოხედრხდა ხანძრის ოპერატიულად ლოკალიზება. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ამუშავებდნენ მხრჩოლავ კერებს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 40-მდე მეხანძრე მაშველი იყო ჩართული“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X