20:15 | 2021-08-07 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ

მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ

ამ წუთებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში მაშველები არასრულწლოვანს ეძებენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდი წყლის დინებამ გაიტაცა. ადგილზე 20-მდე მაშველი და ორი მყვინთავი მუშაობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი თევზაობდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X