
კახეთში კორონავირუსით, კიდევ ერთი მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა.
46 წლის თამუნა იმედაშვილი, რამდენიმე საათის წინ, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში დაიღუპა.
გარდაცვლილი ამავე კლინიკის მედდა იყო და პანდემიის დაწყების დღიდან, კოვიდით დაავადებულ პაციენტებს ემსახურებოდა.
საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, ექთანს თანმხლები დაავადებაც აღენიშნებოდა.
„მძიმე პაციენტი იყო. დიაბეტი ჰქონდა თანმხლებად, საკმაოდ რთული ფორმით. ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ყველზე რთულ ვითარებებში ართმევდა თავს და თავდაუზოგავად მუშაობდა”-განაცხადა ორველაშვილმა.
დღეს, კორონავირუსით, კახეთში სამედიცინო სფეროს უკვე მეორე წარმომადგენელი გარდაიცვალა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























