01:01 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

ჩემი შესრულებული სიმღერებიდან ყველაზე ძვირფასი, საყვარელი და ემოციური – სოფო ნიჟარაძე

ჩემი შესრულებული სიმღერებიდან ყველაზე ძვირფასი, საყვარელი და ემოციური – სოფო ნიჟარაძე

„ჩემი შესრულებული სიმღერებიდან ყველაზე ძვირფასი, საყვარელი და ემოციური მისი შინაარსიდან გამომდინარეა“, – ამის შესახებ მომღერალი სოფო ნიჟარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს სიმღერა არასდროს შეგვისრულებია ლაივში, ხოდა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ცოცხლად სწორედ აფხაზეთში აჟღერდეს, მინდა მჯეროდეს, რომ ასე იქნება. დიდება გმირებს“,- წერს სოფო ნიჟარაძე.

 

„აფხაზეთო ჩემო”, კლიპში გაჟღერებულ სიმღერას სამი ქართველი მომღერალი: ნინო სურგულაძე, გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძე ასრულებენ.

 

კლიპი 2012 წელს გამოუშვეს.

 

ავტორი: Prime Time

X