16:43 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

დაჩოქილი ხალხი ქუჩაში და ოვაციები ტაშით – ხანძრების ფონზე თურქეთში გაწვიმდა (ფოტოები)

დაჩოქილი ხალხი ქუჩაში და ოვაციები ტაშით – ხანძრების ფონზე თურქეთში გაწვიმდა (ფოტოები)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ გააბედნიერა ხალხი წვიმამ თურქეთში.

 

ემოციურ ფოტოებში ჩანს დაჩოქილი ხალხი, რომლებსაც მადლობის ნიშნად ხელები აღქვთ აღმაღტული ზეცისკენ. ნაწილი კი ტაშს უკრავს.

 

ცნობისთვის თურქეთში ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბექირ ფაქდემირლის განცხადებით, სტიქია კვლავ მძვინვარებს მუღლასა და ისპარტას პროვინციების ექვს უბანზე.

 

მისივე თქმით, 28 ივლისს დაწყებული ტყის ხანძრების 223 კერიდან სულ 217 კერა არის კონტროლქვეშ.

 

ფაქდემირლის განცხადებით, ხანძრები გრძელდება მუღლას პროვინციის ქოიჩეღიზის, ქავაქლიდერეს, მილასის, იათაგანისა და ჩინეს რაიონებში, აგრეთვე ისპარტას პროვინციის სუთჩულერის რაიონში.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X