18:17 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

ირაკლი ღარიბაშვილი საჯაროდ აიცრა

ირაკლი ღარიბაშვილი საჯაროდ აიცრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრა. პრემიერმა ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

 

„ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი, მას შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობაც დამდგარა.

 

დაჩოქილი ხალხი ქუჩაში და ოვაციები ტაშით - ხანძრების ფონზე თურქეთში გაწვიმდა (ფოტოები)
2021-08-08დაჩოქილი ხალხი ქუჩაში და ოვაციები ტაშით - ხანძრების ფონზე თურქეთში გაწვიმდა (ფოტოები)

 

ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობასა და მეცნიერებს შეუძლიათ შესთავაზონ მოსახლეობას, არის აცრა. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია.

 

ჩვენ და მსოფლიომ გამოვცადეთ ყველაფერი – მათ შორის ლოკდაუნები, მკაცრი ლოკდაუნები, სრული ჩაკეტვები და ა.შ., რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ზიანი, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დარჩა უმუშევარი და რეალურად დაინგრა ეკონომიკები. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში.

 

ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ. შეიძლება დროებით გავწელოთ პროცესი, მაგრამ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინითა და აცრებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X