
თუ მსგავსი ნივთები ბუნებაში გასულებმა შემთხვევით ნახეთ, იცოდეთ, რომ ვიღაც ტყის ხანძარს ხელოვნურად იწვევს. წელიწადის ამ დროს, როცა მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ტყის ხანძრების გაჩენის რისკის მაღალია და როგორც ჩანს, ამით ვიღაცები სარგებლობენ ისე, როგორც ეს საბერძნეთში მოხდა.
მსოფლიო მედია შოკშია, რადგან საბერძნეთიდან, ატიკიდან წარმოუდგენელი კადრები გავრცელდა: ტყეში აღმოჩენილია ცეცხლგამჩენი მოწყობილობები – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ასაჯაროებს.

ტელევიზიებმა გაუშვეს კადრები, რომლებიც ვარიბობიში დააფიქსირეს.
ირკვევა, რომ ტყეში ცეცხლგამჩენი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც, ცხადია, ადამიანის ხელით არის დადებული კონკრეტულ ადგილებში.

ამ დროისთვის პოლიცია იძიებს, ვინ აპირებდა ტყეში ხანძრის გაჩენას და არსებობს თუ არა კიდევ სხვა მსგავსი მოწყობილობები სხვა ადგილებში.

ფაქტი ერთია, რომ მოწყობილობები შედგება ისეთი ნივთებისგან, რომლებიც სწორედ აალებისთვის გამოიყენება და მარტივად შეიძლება გახდეს მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი.






















