
ბათუმში მომუშავე ექიმი სოფო ბერიძე სოციალურ ქსელში აქვეყენბს რჩევებსა და რეკომენდაციებს მათთვის, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა.
„ჩემი ხომ გჯერათ? ნუ ვისაც გჯერათ…
კოვიდის 10 დღე
დღე 1 – არ იცით, რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის გარდა)
დღე 2 – გაიგეთ, რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია) – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ.
დღე 3 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები🎈🎈🎈
დღე 4 – დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ – მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, სთხოვეთ დახმარება/დაკვალიანება, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები🎈🎈🎈
დღე 5 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები🎈🎈🎈, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები. დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ ექიმს. ( ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით)
დღე 6 – იგივეა, რაც დღე 5 🎈
დღე 7 – თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი კოვიდი🎈🎈🎈 და სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება
თუმცა :
⛔️ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ სუსტად და ცუდად,
❗️გაქვთ გახშირებული სუნთქვა
❗️მომატებული პულსი
❗️დაბალი სატურაციის ციფრები
🚫თუ ექიმი არ გპასუხობთ –
🚫თუ სასწრაფო არ გპასუხობთ –
მიდით ან მიაყვანინეთ თავი კლინიკაში, ნებისმიერში. ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) დროს – ყოველი საათი მნიშვნელოვანია! ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს ან ექიმის ლოდინში!!!
დღე 8 – თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია
ა) თქვენ პრაქტიკულად დაასრულეთ კოვიდი
ბ) გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ.
გ) ხართ კლინიკაში – მოეშვით და მიენდეთ ექიმებს, დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ, როგორც გასწავლიან –
დაიმახსოვრეთ – შფოთვა ყველაზე დიდი მტერია.
დღე 9 – კოვიდი უკან იხევს!
თქვენ ეს შეძელით, თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ.
დღე 10
✅თუ თქვენ მიჰყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 % !! )
თქვენ დაამარცხეთ კოვიდი გილოცავთ! თქვენ კი, ვისთანაც ბრძოლა გრძელდება – კოვიდზე გამარჯვების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ!!! არ დანებდეთ!
#stopcovajara
p.s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები.
იშვიათი გამონაკლისები იშვიათია
გისურვებთ ჯანმრთელობას“.
ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓






















