21:14 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

ძალიან კარგი ამბავი! საქართველო ევროპის ოცეულშია, პოსტსაბჭოეთში მესამე – ტოკიო 2020-ის სტატისტიკა

ძალიან კარგი ამბავი! საქართველო ევროპის ოცეულშია, პოსტსაბჭოეთში მესამე – ტოკიო 2020-ის სტატისტიკა

დღეს ტოკიოში საზეიმოდ დაიხურა XXXII ოლიმპიური თამაშები. ეს იყო ისტორიაში პირველი ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა და მაყურებელი არ ესწრებოდა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენმა იასპარეზა.

 

მადლობა იაპონია! - ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დასრულდა
2021-08-08მადლობა იაპონია! - ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დასრულდა

 

ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 33-მა ქართველმა სპორტსმენმა 11 სახეობაში იასპარეზა და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს არასოდეს მოუპოვებია ერთ ოლიმპიადაზე რვა მედალი – ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ხუთმა სპორტსმენმა ვერცხლის, ხოლო ერთმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია გავიდა, მეორეზე – ჩინეთი, ხოლო მესამეზე – იაპონია.

 

საქართველოს დელეგაციამ 33-ე ადგილი დაიკავა და გადაასწრო ბევრ ისეთ ქვეყანას, სადაც სპორტში საქართველოზე გაცილებით მეტი რესურსი და ფინანსები გააჩნიათ. 120 ქვეყანამ კი მედალი ვერ მოიპოვა.

 

პოსტსაბჭოეთში მესამე

 

საქართველოს დელეგაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიული შედეგია. გადავასწარით უკრაინასა და ბელორუსს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგაც სპორტულ გრანდებად მიიჩნევიან.

ავტორი: Prime Time

X