
ცნობილი ამერიკელი ტელე – რადიოწამყვანი დიკ ფარელი, 6 აგვისტოს, 65 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „Guardian“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი, რომელიც კორონავირუსის აცრის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მეგობარსა და მსმენელს მიმართა. მან კატეგორიულად მოუწოდა ყველას, დროულად გაიკეთონ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა.
რადიო West Palm Beach – ის წამყვანი, დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდა ვაქცინაციის წინააღმდეგ და სამედიცინო რეგულატორებს აკრიტიკებდა. ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ვირუსი არ არსებობდა და ის გამოგონებული იყო რესპუბლიკელების გასასულელებლად.

ჟურნალისტის აზრი კარდინალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც იგი რამდენიმე კვირის წინ საავადმყოფოში მოხვდა კორონავირუსის დიაგნოზით, რომელზეც იგი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა.
მას შემდეგ რაც ვირუსთან და მისგან გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლა დაიწყო, რადიოწამყვანმა მეგობრებსა და მსმენელებს მიმართა, დაუყოვნებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია.
გარდაცვლილი ჟურნალისტის მეგობარი ლი ჰეირი, ფარელის გარდაცვალების შემდეგ აიცრა. მან სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩემი მეგობრის გამო გავიკეთე აცრა. მან ესემესი გამომიგზავნა და მითხრა, რომ აუცილებლად და რაც შეიძლება მალე ავცრილიყავი.“ – წერს ლი ჰეირი.






















