
ერთჯერადად აცრილებში 13 ლეტალური შემთხვევაა, ორჯერადად აცრილებში კვლევა 2 შემთხვევაზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ერთჯერად აცრილებში გვქონდა 12 და თუ არ ვცდები დაემატა ლეტალური გამოსავლით შემთხვევა. ორჯერადად აცრილებში, კვლევაში, ე,წ ვერბალურ აუტოპსიაში გვყავს 2 ადამიანი, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლოს 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი.
ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓























