16:36 | 2021-08-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

დათო ოქიტაშვილის განცხადებით, გენო პეტრიაშვილსა და ლაშა ბექაურს ვარსკვლავს გაუხსნიან. ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„დღეს, საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება – ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა) გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები. სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ.

 

გენო პეტრიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს
2021-08-09გენო პეტრიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

 

კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და შესაბამისად, კომისიას ლაშა ტალახაძისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განუხილავს“, – ვკითხულობთ ფეისბუკ-პოსტში.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X