16:46 | 2021-08-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

47 პროვინციაში 234 ხანძრის კერა ჩააქრეს – თურქეთში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

47 პროვინციაში 234 ხანძრის კერა ჩააქრეს – თურქეთში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბოლო 12 დღის განმავლობაში, ქვეყნის 47 პროვინციაში 234 ხანძრის კერა ჩააქრეს.

 

შეგახსენებთ, თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულია რვა ადამიანი, დაშავებულია 864, დაზიანებულია თითქმის სამი ათასამდე სახლი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X