
ბევრი ისე მიდის ამ სამყაროდან, ვერაფერს ახერხებს, ქვებზე შხამის დატოვების გარდა… იმ შხამს მხოლოდ თავად ეწირება და დამტირებელიც აღარ რჩება, რადგან ყველას მოაბეზრა თავი, – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
„ღმერთი ყველას აძლევს შანსს, ბედნიერი, გახარებული და წარმატებული იყოს. ამ შესაძლებლობას სწორად ძალიან ცოტა იყენებს…. უმეტესობა დროს სხვის ლანძღვას და გამკითხვას უთმობს და ყველა საშუალება ეცლება ხელიდან, რითიც საკუთარ ცხოვრებას საუკეთესოდ მოიწყობდა.
მერეც უჭირს დაფიქრდეს და სწორი დასკვნები გამოიტანოს. ურჩევნია მისი წარუმატებლობა, სიზარმაცე, ბოროტი განზრახვები სხვას გადააბრალოს. დაიწყოს ჭორაობა, განკითხვა, ცილისწამება…
საბოლოოდ გაბოროტებული, მის დამძიმებულ ყოფას ადამიანებთან ერთად ღმერთსაც აბრალებს და ,,სიმართლის მანტია” მორგებული იწყებს ქარის წისქილების დევნას.
ცხადია, ამ ტიპის ომი აუცილებლად წაგებულია…
შანსი, რომელიც ღმერთმა მოგვცა, მაგრამ საკუთარ თავს ვართმევთ, მეორედ აღარ ბრუნდება…
და ამიტომ, ბევრი ისე მიდის ამ სამყაროდან, ვერაფერს ახერხებს, ქვებზე შხამის დატოვების გარდა… იმ შხამს მხოლოდ თავად ეწირება და დამტირებელიც აღარ რჩება, რადგან ყველას მოაბეზრა თავი,“ – წერს პეტრე კოლხი.
ქორწილი, ქელეხი, იუბილე ისევ აიკრძალა! – სარიტუალო დარბაზები 10 000 ლარით დაჯარიმდება























