
ამერიკელი ეპიდემიოლოგი, ლარი ბრილიანტი ამბობს, რომ კორონავირუსის უაღრესად გადამდები „დელტა“ ვარიანტი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება შეიძლება იყოს.
„ეს, ალბათ, ყველაზე გადამდები ვირუსია, რომელიც ჩვენ ოდესმე გვინახავს. თუ ჩვენ 200-ზე მეტ ქვეყანაში ყველას არ ავცრით, კორონავირუსის ახალი ვარიანტები კვლავ გაჩნდება“, – განაცხადა ლარი ბრილიანტმა.























