
„არ დავმალავ და ვიტყვი შემდეგს, დაწყებული პირველი ტალღიდან, ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, საჭირო და გონივრული“,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრი საუბრობს, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაციების დაწესებისას.
„მე ვიტყვი შემდეგს ნებისმიერი რეგულაცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის, არის ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ შევაკავოთ ინფექცია“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 54 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 5 697დაინფიცირდა.
ამავე თემაზე ნახეთ:
ასევე დაგაინტერესებთ:























