12:52 | 2021-08-10 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია, აცრა ვერ მოასწრო – ეკა მიშველაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია, აცრა ვერ მოასწრო – ეკა მიშველაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ეკა მიშველაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, კორონავირუსით გარდაიცვალა მისი კოლეგის მეუღლე.

 

ჟურნალისტი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და წერს, რომ საკუთარი თავი და თქვენი ახლობლები, რომ დაიცვათ ტრაგედიისგან, დროულად უნდა აიცრათ.

 

მდგომარეობა საგანგაშოა - ჯანდაცვის მინისტრი
2021-08-10მდგომარეობა საგანგაშოა - ჯანდაცვის მინისტრი

 

„არც კი ვიცი რა დავწერო, ასეთ დროს სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჩემი მეგობრის, კოლეგის მეუღლე, უკარგესი ბიჭი ემსხვერპლა კოვიდს. 47 წლის, სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი. ორი შვილის მამა… იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია. აცრა ვერ მოასწრო… აიცერით! სიკვდილს რომ გადაურჩეთ! საკუთარი თავი და თქვენი ახლობლები, რომ დაიცვათ ტრაგედიისგან. სასწრაფოდ აიცერით, რომ ამ შემზარავი სტატისტიკის შემადგენლად არ იქცეთ. როგორ განუგეშო თიკა.. გაძლებას გისურვებ, ჩემო გოგო.“ – წერს ეკა მიშველაძე.

 

შეგახსენებთ, ბოლო24 საათში კორონავირუსის 5 697 შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 54 ადამიანი.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა 44 536-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 2 713 ადამიანი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 11 წლის ასაკში გენო პეტრიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა და მხოლოდ სამთვიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა

 

 

 

 

ამავე თემაზე ნახეთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X