
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით, ინფიცირებულია, მსუბუქი სიმპტომების მქონდე პაციენტი დარჩეს სახლში, თუ მას შესაბამისი პირობები აქვს.
„ეს პრაქტიკა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია მიღებული. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში უამრავი პაციენტია, რომელსაც აქვთ „კოვიდი“ და სახლის პირობებში იმყოფებიან.
თუ ადამიანს აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა სახლში და მისი დაავადების მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დარჩეს შინ, რა თქმა უნდა, ასეთი მსუბუქი პაციენტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმყოფებიან სახლში“, – განმარტავს იმნაძე.
- 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















