
ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა, გარდაცვლილია შუახნის ქალი. შემთხვევა დღეს, ოკუპირებული გულრიფშის რაიონის დაბა დრანდაში მოხდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე ქალი დაიღუპა და ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა.
ისინი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ავტორი: თეა შონია






















