23:04 | 2021-08-10 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მაპატიე დე, რომ ასე ვიბრძვი… გთხოვ, მოიკრიბე იმ შენს უძლიერეს თავში ძალა – ანი გიუნტერი

მაპატიე დე, რომ ასე ვიბრძვი… გთხოვ, მოიკრიბე იმ შენს უძლიერეს თავში ძალა – ანი გიუნტერი

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს დედას უძღვნის, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც ის წერს, ეს ის დღეა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა… თუმცა, იმედს იტოვებს, რომ დედა ვირუსს დაამარცხებს.

 

“დღე, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა პანდემიის დაწყებიდან. 81 წლის ასაკში დედაჩემს აქვს გადატანილი 2 ინსულტი და ასევე ინფარქტიც.

 

გამოცხადებული ომის ქრონიკა - ბოლო ათ დღეში კოვიდით დაახლოებით იმდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენიც აგვისტოს ომში
2021-08-10გამოცხადებული ომის ქრონიკა - ბოლო ათ დღეში კოვიდით დაახლოებით იმდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენიც აგვისტოს ომში

 

დღეს მას კორონავირუსი დაუდგინდა და მართლა სრულიად საქართველო ჩაერთო მის გადაყვანაში კლინიკაში… სამწუხაროდ, უშედეგოდ. ასე გადაწყვიტა მან და კარიც ჩაკეტა… ჯერ კიდევ მაშინ, როცა სიტყვებით მაგებინებდა რა არის მისთვის მთავარი ცხოვრებაში მეუბნებოდა, რომ მთავარია სხვას დაუტოვო არჩევანის თავისუფლება…

 

გულწრფელად თვლიდა, რომ სულ რომ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდეს, ეს მისი ცხოვრებაა და მე მაქვს ჩემი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გამირთულდა 39 წლის განმავლობაში…

 

მაპატიე დე, რომ ასე ვიბრძვი შენს გადასარჩენად შენგან განსხვავებული მეთოდებით და გთხოვ, მოიკრიბე იმ შენს უძლიერეს თავში ძალა, დაამარცხო ეს სასტიკი მოვლენა.

 

შენი თხოვნის და გენეტიკის გათვალისწინებით, მეც კვლავ მაგრად ვიდგები…” – წერს ანი გიუნტერი.

 

 

დაგაინტერესებთთქვენს სინდისზეა ის ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ – ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

 

 

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X