00:38 | 2021-08-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში – დეკანოზი თამაზ ლომიძე

აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ვაქცინა ღვთის წყალობაა განსაცდელში.

 

ვაქცინირებული პირებისთვის სპეციალური შეთავაზებები ამოქმედდა
2021-08-10ვაქცინირებული პირებისთვის სპეციალური შეთავაზებები ამოქმედდა

 

„მე სრულად აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აიცრა. ვინც აზრს მეკითხება, ყველას ვურჩევ სასწრაფოდ აიცრას. არ გამაჩნია არავითარი შიში და ეჭვი ამასთან დაკავშირებით. აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში.

 

 

აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო.

 

დღეს აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა!“, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

 

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X