
პაატა იმნაძის განცხადებით, მოსაზრება, რომ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით მოქალაქეთა ნაწილმა დაავადება გასულ თვეებში უკვე გადაიტანა, არარეალურია.
„ნუ გვავიწყდება რომ საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი ნომებერში დაიყო. მსგავსი სიმპტომებით – ტემპერატურა, ხველა, დანარჩენს არ ჩამოვთვლი.
.
დაინტერესებულებს ვთხოვ, იხილონ ჩვენი ვებგვერდი, სადაც ყოველკვირეულად წერია, რომელი ვირუსები ცირკულირებდა ქვეყანაში.
იქ იყო როგორც B ტიპის ვირუსები, H3 გრიპის ვირუსები გამოჩნდა. კორონავირუსები ადამიანების, და არა ახალი, ასევე რესპირატორულ სენსიტიური ვირუსები, რომელიც დღესაც ვრცელდება.
გასაგებია, რომ ვიღაცას შარშან ზაფხულშიც ჰქონდა გადატანილი და ასე მოეჩვენოს, მაგრამ ეს რეალობასთან კავშირში არაა“, – განაცხადა იმნაძემ.






















