01:22 | 2021-08-11 ავტორი: Prime Time

VIDEO: „ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები“ – სულისშემძვრელი სიმღერა შინდისის გმირებზე

VIDEO: „ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები“ – სულისშემძვრელი სიმღერა შინდისის გმირებზე

ზვიად ბოლქვაძე ინტერნეტში “შემთხვევით” გადააწყდა მიხეილ დვალიშვილის ლექსს, რომელიც ამ გარდაცვლილ შინდისელ მეომარს ჯიბეში დაფლეთილი უპოვეს. მაშინ მიშიკო 21 წლის იყო. ლექსებს წერდა და როგორც ხშირად ამბობდა, საქართველო სიგიჟემდე უყვარდა.

 

დაფლეთილი ლექსი ზვიადმა ისე აქცია გულშიჩამწვდომ ძარღვიან სიმღერად, რომ მანამდე გმირების ისტორია ასე დეტალურად არ სცოდნია, არც ფილმი “შინდისი” ჰქონია ნანახი.

 

“შარშან, აგვისტოს დღეებში წავიკითხე, რომ თურმე ლექსებს წერდა, ბავშვობიდან მამის კვალს მიჰყვებოდა, ჯარისკაცის ფორმით დადიოდა, გამორჩეული, პატრიოტული სულისკვეთების ბიჭი ყოფილა. მერე ეს ლექსიც წავიკითხე და… არც მიფიქრია, მაშინვე ვიმღერე! ისეთი ფორმით გავაკეთე, თითქოს თვითონ მღერის დანარჩენ შინდისელებთან ერთად. სხვა შინდისელები, თითქოს ბანს აძლევენ.

 

კითხულობ ამ ლექსს და ხვდები, რომ ეს სიტყვები ამ ბიჭმა რეალურად განიცადა”, – ამბობს მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი.

 

“ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები,

ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს…

ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ…” 

 

მოუსმინეთ და ნახეთ ვიდეო

ავტორი: Prime Time

X